მესამე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (გომბეშო - ბოსტნის მცველი)

პლანეტა დედამიწა (გომბეშო - ბოსტნის მცველი)

გომბეშოს საზარელი შესახედაობა აქვს: ტალახის ფერისაა (სხვა ფერისაც არსებობს), აქვს გაბერილი მუცელი, მრუდე ფეხები, გადმოკარკლული თვალები, ხორკლიანი და ლორწოვანი კანი. გომბეშოს მუდმივად გამოსდის თავზე და ზურგზე ლორწო, რომელსაც აქვს მსუსხავი და შხამიანი თვისება. ცხოველებს და ფრინველებს ლორწო კლავს, ადამიანებს კი, უღიზიანებს კანს. არც ერთ ცხოველს არ შეუძლია გომბეშოს შეჭმა, ანკარას გარდა.

 

მართალია, გომბეშო უსიამოვნო სანახავია, მაგრამ ამავე დროს სასარგებლო არსებაა. ის სახლობს უმეტესად ბოსტნებში და თავისი წებოვანი ენით ანადგურებს  ჭიაღუებს, მატლებს, ღამის პეპლებს და ა.შ . როგორც ვიცით, დღისით ბოსტნებს მწერებისგან ჩიტები იცავენ. ღამით ჩიტებს სძინავთ და ბოსტანს თავისუფლად ანადგურებენ ბოსტნეულის მავნებლები. გომბეშოს კი დღისით სძინავს, ღამით - ფხიზლობს. ის ღამ-ღამობით ენით იჭერს მწერებს. მას ენა უკუღმა აბია: ძირი ენისა წინ აქვს, წვერი - უკან.  ამის გამო მთელ ენას გამოაგდებს ხოლმე გარეთ და დიდ მანძილზე სწვდება მსხვერპლს. 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: