მესამე საფეხური
» სხვადასხვა (გელათის აკადემია)

სხვადასხვა (გელათის აკადემია)

ევროპისაგან განსხვავებით  ჩვენში არ არსებობს 800 ან 700 წლის უნივერსიტეტი, თუმცა საქართველოში განათლების ისტორია მე-4 საუკუნეში იწყება. ჩვენს მიწა-წყალზე თუ მის ფარგლებს გარეთ რამდენიმე საგანმანათლებლო მძლავრი ქართული კერა შეიქმნა. ერთ-ერთია მე-12 საუკუნის დამლევს გელათში დაფუძნებული  აკადემია.

 

1105 წელს ერწუხის ბრძოლით დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ შემოუერთა ჰერეთ-კახეთი საქართველოს და მან ინება 1106 წელს გელათის ღვთისმშობლის მონასტრის აშენება. მეფემ თავი მოუყარა საქართველოსა და მის გარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერებს:  იოანე პეტრიწს, არსენ იყალთოელს და სხვებს. დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემია მატერიალურად სავსებით უზრუნველყო, მას მრავალი ძვირფასეულობა შესწირა. გელათში  მეფემ შემოიკრიბა ფილოსოფოსები, მთარგმნელები, მწერლები, პოეტები და სხვანი. ფიქრობენ, რომ გელათის აკადემიის პირველი მოძღვართ-მოძღვარი, რექტორი იოანე პეტრიწი იყო. აქ ისწავლებოდა შვიდი დისციპლინა: გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა, რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია, ასტრონომია და მედიცინა. გელათის აკადემიის ძლიერების  ხანაა მე-12-მე-13 საუკუნეები. საერთოდ, კი იგი არსებობას მე-16 საუკუნემდე განაგრძობს.

 

ცნობილია, რომ მეფე დავითი დიდ ყურადღებას აქცევდა სამეფო მონასტრების მშენებლობას, სადაც  საგანმანათლებლო კერებიც არსებობდა.

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: