მესამე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (მოგონება ილია ჭავჭავაძეზე)

ცნობილი ადამიანები (მოგონება ილია ჭავჭავაძეზე)

ილია ჭავჭავაძის ყრმობის მეგობარი და ნათესავი კოხტა აფხაზი იგონებს: ,,ილიას საზოგადოდ ნადირობა არ უყვარდა. მახსოვს,  ერთხელ ალაზანზე  წავედით რამდენიმე კაცი სანადიროდ. ჩემს გვერდით, ცოტა მოშორებით იდგა ილია. ხშირი და დიდი ტყე იყო, ძაღლებმა უკვე დაჰყეფეს. როგორც ეტყობოდა კვალს მიაგნეს. გაფაციცებით ველი ნადირს და არ გავიდა ბევრი ხანი, რომ გამოჩნდა დიდი ირემი, მაგრამ ხეებს ისე იყო მოფარებული, რომ ვერ ვესროდი, ილიასათვის კი ირემი  მეტად მარჯვედ იდგა. ველი გულის ფანცქალით, რომ აი ან ეხლა გავარდება ილიას თოფი, ან ეხლა-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ. კარგა ხანი გავიდა, იდგა, იდგა ირემი, მერე ერთი დაიფრუტუნა, გადახტა და გაქრა ტყეში. გავქანდით ილიასკენ, დავუწყე ჯავრობა: ,,კაცო, რა ჰქენი, რატომ არ ესროლე?’’ - ,,უხ, ისეთი ლამაზი, ისეთი მოხდენილი რამ იყო, რომ მაგას როგორ ვესროდი, როგორ გავიმეტებდი!’’ მშვენიერი იყო და ვერ გავწირეო, თავი უმართლებია ილიას. თუ იყო უფრო სხვაც, უფრო ღრმა მიზეზიც, რის გამოც ილიამ არ ესროლა ირემს? - ვინ უწყის. 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: