მესამე საფეხური
» სხვადასხვა (ნიკო ფიროსმანი და მარგარიტა)

სხვადასხვა (ნიკო ფიროსმანი და მარგარიტა)

ქართველ მხატვარს ნიკო ფიროსმანს დახატული ჰყავს ფრანგი მსახიობი ქალი, მარგარიტა. ფიროსმანმა მარგარიტა პირველად თეატრში ნახა. ნიკო მსახიობის სიმღერითა და ცეკვით ერთბაშად მოიხიბლა. არსებობს  რამდენიმე ცნობა იმის შესახებ, თუ რა მოხდა შემდეგ: ამბობენ, ერთ დილას სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი მარგარიტა დე სევრი იმყოფებოდა, ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა. ისინი უთვალავი ახლადმოჭრილი წითელი ვარდით იყო დატვირთული. უცნაურ მსვლელობას კი ფიროსმანი მიჰყვებოდა. მას რამდენიმე საათის წინ თავისი პატარა დუქანი გაეყიდა და ამ ფულით შეიძინა ყვავილები. მარგარიტამ ფანჯრიდან დაინახა ყვავილების უგრძესი ხალიჩა და ფიროსმანს გაკვირვებულმა მიმართა: „შენ დუქანი იმიტომ გაყიდე, რომ ეს მშვენიერი ვარდები ჩემთვის მოგერთმია? ამას ჩემს ცხოვრებაში არ დავივიწყებ, ჩემო რაინდო!“ ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაც მდიდარ ჩინოვნიკთან ერთად თბილისიდან გაემგზავრა.

 

მეორე ვარიანტი ამ ლეგენდისა ასეთია: როდესაც მსახიობ ქალს „მილიონი წითელი ვარდი“ გაუგზავნა, ნიკო ფიროსმანი უკანასკნელი გროშებით ღვინის დასალევად წავიდა. გულაჩუყებულმა მარგარიტამ მას სხვისი ხელით ბარათი გაუგზავნა, რომელშიც მისვლას სთხოვდა. ფიროსმანი იპოვეს, თუმცა უგონოდ მთვარლს ვერ გააგებინეს, მისგან რა უნდოდათ. ხოლო როცა მან სასტუმროში მისვლა შეძლო, გვიანღა იყო. მსახიობი იქ აღარ დაუხვდა. გასტროლები დასრულდა და მარგარიტა თბილისიდან გაემგზარა. იმასაც ამბობენ, რომ 1969 წელს, როცა ლუვრში ფიროსმანის შედევრები გამოფინეს, ნახატთან „აქტრისა მარგარიტა“ ყოველდღე მიდიოდა ხანშიშესული ქალი და კარგა ხანს უყურებდა. ბოლოს ვიღაც დამთვალიერებელმა მათ შორის მსგავსება შეამჩნია. დიახ, ეს დაბერებული მარგარიტა დე სევრი გახლდათ!

 

იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ლეგენდაა. ფიროსმანი მარგარიტას არ იცნობდა, არც უნახავს და მან ეს პორტრეტი თეატრის აფიშიდან დახატა.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: