მესამე საფეხური
» სხვადასხვა (არის თუ არა ჰუნების მეფე ატილას განძი უნგრეთში?)

სხვადასხვა (არის თუ არა ჰუნების მეფე ატილას განძი უნგრეთში?)

ჰუნების მეფე ატილამ თავისი ურდოებით თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო. დღემდე გამოცანად რჩება და საიდუმლოებითაა მოცული  მისი სამარხის ადგილსამყოფელი, სადაც ბევრი  ოქრო  უნდა იყოს დაფლული. ჰუნების მეფის დედაქალაქი, რომლის სახელწოდებაც ისტორიას არ შემორჩა, თანამედროვე უნგრეთში უნდა იყოს. სწორედ აქედან დაიძრა მისი თავზეხელაღებული ცხენოსანი არმია სხვადასხვა ქვეყნის ასაოხრებლად. დამპყრობელს ხელში უვარდებოდა ოქრო-ვერცხლისა და თვალ-მარგალიტის ურიცხვი რაოდენობა. მისი თავდასხმის შიშით ერთ დროს ძლევამოსილი რომის იმპერიაც კი ძრწოდა.

ჰუნების მეფემ, რომელიც არცერთ ბრძოლაში არ დაჭრილა, თუმცა თავის არმიას მუდამ წინ მიუძღოდა, არცთუ გმირულად დაასრულა თავისი სიცოცხლე. იგი საკუთარი ქორწილის ღამეს გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ ბრძოლაში დაეცა მისი ვაჟი, რომელიც მისი ტახტის მემკვიდრე და მისი მხედართმთავარი იყო. ჰუნების იმპერიამ, რომელიც თითქმის მთელ ევროპას მოიცავდა, არსებობა შეწყვიტა. ყოფილი იმპერიის ადგილას დარჩა მათი დიდი მეფისა და მისი შვილის სამარხები მათთან ერთად დაფლული ნაძარცვი განძეულით. ლეგენდის თანახმად, მეფე ატილა სამ ერთმანეთში მოთავსებულ სარკოფაგშია დაკრძალული. შიდა სარკოფაგი, სადაც მეფის ცხედარი ასვენია, ოქროსია, მეორე - შუა, ვერცხლისა, ხოლო მესამე-გარეთა, რკინის. ატილას საფლავში ჩაატანეს საკუთარი იარაღი და სამეფო რეგალიები, პირადი სამკაულები და ქონება, გარდა ამისა, ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით სავსე სკივრები. სამარხის სავარაუდო ადგილი ქ. ბუდაპეშტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი ზეგანის ერთ-ერთი ბორცვი უნდა იყოს.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: