მესამე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ანხელი)

მსოფლიო საოცრებები (ანხელი)

ჩანჩქერი ანხელი სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელის ტროპიკულ ტყეებში, მდებარეობს. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. ჩანჩქერიდან ჩამოვარდნილმა წყლის ნაკადმა თითქმის ერთი კილომეტრი უნდა იფრინოს, მიწამდე რომ ჩამოვიდეს. ჩანჩქერი ანხელი 20-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ნიაგარას ჩანჩქერი. ის ჩამოდის მთიდან, რომელსაც ქართულად ,,ეშმაკის მთა“ ჰქვია.

 

ჩანჩქერამდე მიღწევა ადვილი არ არის, რადგან იგი მდებარეობს გაუვალ ტროპიკულ ტყეში და მასთან მისასვლელი არანაირი გზა არ არის. იქ მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო ან წყლის ტრანსპორტით. 

 

აბორიგენთა გადმოცემით, ჩანჩქერი უხსოვარი დროიდან არსებობდა. თუმცა, ის პირველად 1910 წელს აღმოაჩინა ესპანელმა მკვლევარმა. მიუხედავად ამ აღმოჩენისა, ჩანჩქერი არ იყო ცნობილი. ეს ჩანჩქერი მსოფლიოს ოქროს მაძიებელმა ჯეიმს ენჯელმა გააცნო. ჯეიმს ენჯელი მთიდან ოქროს მოსაპოვებლად დაეშვა და საკმაოდ შთამბეჭდავი ჩანჩქერი შენიშნა, ენჯელს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან მას მოუწია 11 მილი გაევლო ფეხით გაუვალ ჯუნგლებში, მისი მონოპლანი კი დარჩა მთაზე მიჯაჭვული. მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჩანჩქერის შესახებ. ენჯელის თვითმფრინავი ჯუნგლებში იმყოფებოდა 33 წლის განმავლობაში, სანამ მას ჭაობიდან ვერტმფრენით ამოიტანდნენ. ამჟამად თვითმფრინავი მარაკაის ავიაციის მუზეუმში ინახება. ჩანჩქერს კი, ჯეიმს ენჯელის სახელი შეერქვა.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: