მესამე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ქრისტეფორე კოლუმბი)

ცნობილი ადამიანები (ქრისტეფორე კოლუმბი)

ქრისტეფორე კოლუმბი 1451 წელს დაიბადა  ქალაქ გენუაში. მამამისი ფეიქარი იყო და იმედოვნებდა, რომ შვილიც მის კვალს გაჰყვებოდა, მაგრამ ბიჭის ოცნებები სულ სხვაგან ჰქროდა. მომავალი მოგზაური, უპირველესად, შორეული ქვეყნების შესახებ დაწერილ წიგნებს ეცნობოდა. მისთვის  ცნობილი იყო მარკო პოლოს მოგზაურობის შესახებ ცნობები.

 

კოლუმბმა გადაწყვიტა, ჩინეთსა და ინდოეთამდე დასავლეთის გზით მიეღწია. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, იგი თავისი განზრახვის ასრულებას შეუდგა. კოლუმბმა თავისი გეგმა ჯერ პორტუგალიის მეფეს გააცნო, მაგრამ ამ უკანასკნელმა დახმარებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ კოლუმბმა ბედი ესპანეთის სამეფო კარზეც სცადა და დახმარებაც მიიღო.

 

სამი გემითა და 90-კაციანი ეკიპაჟით კოლუმბი სამხრეთ ესპანეთის პორტიდან დაიძრა. ღია ზღვაში სამი კვირის ცურვის შემდეგ ეკიპაჟი შიშმა, ეჭვმა და შფოთვამ მოიცვა. ერთი თვის თავზე მეზღვაურები ამბოხზე ალაპარაკდნენ. ცოტაც და გემზე არეულობა დაიწყებოდა, რომ არა ის სასიხარულო დღე ... 1492 წლის 7 ოქტომბერს ხმელეთის ფრინველების გუნდი შენიშნეს, ოთხი დღის შემდეგ კი პატარა კუნძული დაინახეს. ამდენად, 1492 წლის 11 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად დადგა ფეხი ამერიკის მიწაზე.

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: