მესამე საფეხური
» სხვადასხვა (ბორჯომი)

სხვადასხვა (ბორჯომი)

თბილისიდან 159 კმ-ის მანძილზე, მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების - შავი წყლისა და გუჯარეთის (თორის) - წყლების ხეობათა შორის, გაშლილია კურორტი ბორჯომი. ის მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი მინერალური წყლების სამკურნალო თვისებებით, შესანიშნავი ჰავითა და ხშირი ტყეებით. ამ ტყეების უდიდესი ნაწილი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკია. ტყის 48,8% წიწვოვანია, 51,2% ფოთლოვანი. მისი მრავალფეროვანი ფლორა 450-მდე სხვადასხვა მცენარეულ სახეობას შეიცავს.

 

ბორჯომი თავისი მდებარეობის გამო, საგანგებოდ იყო გამაგრებული ციხესიმაგრეებით: მტკვრის მარჯვენა ნაპირზე „პეტრეს ციხე“, მტკვრის მარცხენა ნაპირზე „გოგიას ციხე“ და სხვა. ეს ციხეები მოწმობს, რომ მათ ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე შემოსევებისგან თავდასაცავად აშენებდა.

 

შავი წყლის ხეობაში გაშენებული პარკის სიღრმეში, ბორჯომის პლატოს სიმაღლიდან გადმოდის მშვენიერი ჩანჩქერი. ამ მიწის ზედაპირზე ამოდის ბორჯომის სახელგანთქმული წყლები. ეს მინერალური წყლები - სასმელი წყლებია, იხმარება უმთავრესად კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ, აბაზანებისთვის. XIX ს-დან ბორჯომის წყლებს სამკურნალოდ იყენებენ, თუმცა მისი სამკურნალო თვისებები ქართველთათვის ძველ დროშიც ცნობილი იყო. 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: