მესამე საფეხური
» სხვადასხვა (როგორ ცხოვრობდნენ ქვის ხანის ადამიანები?)

სხვადასხვა (როგორ ცხოვრობდნენ ქვის ხანის ადამიანები?)

ქვის ხანის ადამიანებს ტვინი ისევე კარგად ჰქონდათ განვითარებული, როგორც ჩვენ და იმ უმძიმეს პირობებში ისეთი აღმოჩენები გააკეთეს, რითაც დღესაც ვსარგებლობთ. მათ შორის უმნიშვნელოვანესი მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო, რაც ნადირობას და შემგროვებლობას დაემატა. დაკვირვების უნარის წყალობით მათ კარგად იცოდნენ, რომელი ხილი თუ ბალახი როდის და სად უნდა ეძებნათ. ისინი სასარგებლო მცენარეებს მათთვის შესაფერ ადგილებში თესავდნენ. ეს მცენარეები მოჰყავდათ მიწის მცირე ტერიტორიაზე. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ქვის ხანის ადამიანებმა მცენარეების მოშენება დაიწყეს ბოსტნეულით და არა მარცვლეულით ან ბალახით. არქეოლოგებმა ინდოეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ბაღების ნაშთები, სადაც  ბრინჯი და სხვადასხვა მარცვლეული მოჰყავდათ.

 

ადამიანებმა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყეს ასევე ველური ცხოველების ზოგიერთი სახეობის მოშინაურება. უძველესი ველური ცხოველებისგან გამოიყვანეს შედარებით მცირე ზომის, მოშინაურებული ძროხა, გარეული ტახისგან - შინაური ღორი და ა.შ.

 

მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარების წყალობით წინანდელთან შედარებით  მეტი ადამიანი იყო საკვებით უზრუნველყოფილი, რის გამოც მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: