მესამე საფეხური
» სხვადასხვა (კურიოზული გამოგონებები)

სხვადასხვა (კურიოზული გამოგონებები)

ნამდვილად შემაძრწუნებელია ძროხის წველისას მისი კუდი გამუდმებით სახეში თუ გხვდებათ. სწორედ ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად გამოიგონეს 1882 წელს აშშ-ში ძროხის კუდის დამჭერი. ესაა სამკუთხა სამაგრი, რომელიც გომურის სახურავზე მიბმულ მავთულზე ჰკიდია. ძროხის კუდის ბოლო ამ სამაგრში არის მოქცეული.

 

ძაღლებისთვის შეიქმნა ქოლგა, რომელსაც ცხოველი თავად ატარებს. ფართო სახვევზე, რომელიც ძაღლს აქვს შემოხვეული, დამაგრებულია კარკასი გამჭვირვალე საფარით, რომლის ქვეშ ძაღლი საიმედოდაა შემალული. ცხვირის ნესტოებთან დატანებული აქვს ხვრელები ჟანგბადის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

 

სათვალის საწმენდი მანქანის მინის საწმენდის პრინციპით მუშაობს: სათვალის თითოეულ მინაზე დამაგრებულია თითო პაწია საწმენდი, რომელიც სათვალის ჩარჩოზე მოთავსებული ღილაკის საშუალებით მოძრაობას იწყებს, გაწმენდ სითხეს გამოყოფს და მინებს აპრიალებს. სათვალის საწმენდი 1988 წელს ამერიკაში გამოიგონეს.

 

ძველ დროში ყველას როდი ჰქონდა საკუთარი აბაზანა, ხოლო მოგზაურობისას ასეთ ფუფუნებაზე საერთოდ უარის თქმა უხდებოდათ. ამიტომ 1913 წელს ამერიკელმა ფრანკლინ კონგმა გამოიგონა გასაბერი, წყალგაუმტარი საბანაო ტომარა. მასში უნდა ჩამძვრალიყავით, შემდეგ ყელთან მჭიდროდ შეგეკრათ და სპეციალური სარქვლის დახმარებით ტომარა წყლით აგევსოთ.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: