მესამე საფეხური
» სხვადასხვა (ვინ გამოიგონა ტელეფონი?)

სხვადასხვა (ვინ გამოიგონა ტელეფონი?)

საუკუნეების განმავლობაში ინფორმაცია ერთი ადგილიდან მეორეზე შიკრიკებს გადაჰქონდათ. მას შემდეგ, რაც გაჩნდა   ელექტრობა, ყველაფერი შეიცვალა. ელექტრობა სადენში წარმოუდგენელი სიჩქარით გადის, ამიტომ ფიზიკოსებს, მათემატიკოსებსა და ინჟინრებს გაუჩნდათ იდეა ინფორმაციის სადენებით გადაცემის შესახებ. ამ სფეროში პირველი წარმატებული ნაბიჯი ტელეგრაფის გამოგონება იყო.

 

1804 წელს ესპანელმა ფრანსისკო სალვამ შექმნა ხელსაწყო, რომლითაც ინფორმაციის რამდენიმე კილომეტზე გადაცემა შეიძლებოდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ყოველ ასოს ცალკე სადენი სჭირდებოდა. გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა ტელეგრაფი, რომელიც ამერიკელმა გამომგონებელმა სემუელ მორზემ გამოიგონა. მან საკუთარი ანბანი შექმნა, რომელიც მხოლოდ ორი ნიშნისგან შედგებოდა და ამიტომ მხოლოდ ორი სადენი სჭირდებოდა. მას მორზეს ანბანი ეწოდება.

 

ტელეგრაფი ტელეფონის წინაპარი აღმოჩნდა. 1876 წელს ცნობილმა ბრიტანელმა მეცნიერმა, წარმოშობით შოტლანდიელმა, გრეიჰამ ბელმა ხანგრძლივი ექსპერიმენტების შედეგად გამოიგონა ტელეფონი. ის ამ დროს კანადაში ცხოვრობდა. პირველად ტელეფონით გრეიჰამ ბელი თავის თანაშემწეს დაელაპარაკა. 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: