მესამე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ნიაგარის ჩანჩქერი)

პლანეტა დედამიწა (ნიაგარის ჩანჩქერი)

ბუნების ზოგიერთი საოცრება ადამიანის მიერ შექმნილ საოცრებებს ბევრად აღემატება. ბუნებრივი მოვლენები, ხშირად ისეთი მასშტაბებისაა, რომ მათ ადამიანის საქმიანობა ვერც კი შეედრება. დიდმა წყლის ნაკადმა უზარმაზარი გამოქვაბულები, კანიონები და ჩანჩქერები შექმნა. გასაკვირი არაა, რომ ბუნების მრავალი საოცრება მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სანახაობების რიცხვს მიეკუთვნება.

 

ერთ-ერთი საოცრებათაგანი - ნიაგარის ჩანჩქერია. კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან მდებარე ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი ადგილობრივ მკვიდთა  ენაზე ,,მგრგვინავ წყალს’’ ნიშნავს. ამ ადგილას მდინარე ნიაგარა წუთში იმდენ წყალს ატარებს, რომ 150 უზარმაზარი საცურაო აუზის ავსება შეიძლება. იგი საკმაოდ ფართოა და ზომით მეორეა პლანეტაზე. 

 

მეცნიერები  ვარაუდობენ, რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელი გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წელს ნიაგარაზე ერთ-ერთი ყვალაზე უცნაური მოვლენა მოხდა. ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერთ ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე. ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა.

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: