მესამე საფეხური
» მითები და ლეგენდები (თაუერის ყვავები)

მითები და ლეგენდები (თაუერის ყვავები)

ტრადიციულად, მმართველები თავიანთი სიმდიდრისა და ძლევამოსილების საჩვენებლად დიდებულ სასახლეებს აგებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ციხე-სიმაგრე იყო ლონდონის თაუერი. ლონდონის თაუერი ტურისტების საყვარელი ადგილია. მრავალი საუკუნის განმავლობაში აქ ციხე-სიმაგრე, საპატიმრო და სამეფო საგანძური იყო. მდინარე ტემზის მახლობლად აგებული თაუერი მოგვიანებით სამეფო რეზიდენციად იქცა. აქვე იყო სამეფო ზარაფხანაც, სადაც მონეტებს ჭრიდნენ. საუკუნეების განმავლობაში თაუერში მოღალატეებს ამწყვდევდნენ. კოშკში ასევე არის სამეფო სამხეცე ანუ ზოოპარკი, სადაც 6 ყვავი ბინადრობს. მათ მითოლოგიური პერსონაჟების სახელები დაარქვეს, რაც ბრიტანეთის ყველა მოქალაქემ იცის.

 

როგორც ლეგენდა იუწყება, ბრიტანეთის იმპერია მანამ იარსებებს, სანამ ,,თაუერის ყვავები’’ იცხოვრებენ სასახლეში. სწორედ ამიტომაც იჩენენ მათ მიმართ უდიდეს ყურადღებას. ,,თაუერის ყვავების’’ მოვლის უფლება ენიჭებათ მხოლოდ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არანაკლებ 22 წელიწადი აქვთ ნამსახურები ბრიტანულ არმიაში. ,,თაუერის ყვავებს’’ უფლება აქვთ მიირთვან განსაკუთრებული საკვები და დალიონ ვისკი და ჯინი. ყვავები რომ არ გაფრინდნენ, ფრთებს აჭრიან. 

 

აღნიშნულ ტრადიციას სათავე  მე-17  საუკუნეში ჩაუყარა ინგლისისა და შოტლანდიის მეფემ - ჩარლზ II სტიუარტმა. მას შემდეგ 6 ყვავი თაუერის განუყოფელ ნაწილად იქცა და ამ წესის დარღვევა თავში აზრადაც არავის მოსდის.

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: