მესამე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ალექსანდრე მაკედონელი)

ცნობილი ადამიანები (ალექსანდრე მაკედონელი)

ალექსანდრე მაკედონელი, რომელსაც ხშირად ალექსანდრე დიდსაც უწოდებდნენ, მაკედონიის მეფის ფილიპე მე-2-ის ვაჟი იყო. მამამ იგი აღსაზრდელად გამოჩენილ ბერძენ სწავლულს არისტოტელეს მიაბარა, 16 წლისა კი თავისი ლაშქრობების მონაწილე გახადა. ალექსანდრე მამამისის წარმატებებით უკმაყოფილო იყო, რადგან ფიქრობდა, რომ მას დასაპყრობი და დასამორჩილებელი არაფერი დარჩებოდა. როდესაც მეფე ფილიპე შეთქმულებმა მოკლეს, ტახტზე 20 წლის ალექსანდრე ავიდა. მისი ოცნება სპარსეთის დაპყრობა და მსოფლიოში პირველობის მოპოვება იყო.

 

პირველი დიდი ბრძოლა სპარსეთის მეფის წინააღმდეგ გამართა. ეს ბრძოლა ალექსანდრემ დიდი გამარჯვებით დაასრულა. შემდეგ მან ეგვიპტეში გაილაშქრა. აქ დააარსა ახალი ქალაქი - ალექსანდრია, ხოლო აქაურმა ქურუმებმა იგი ღვთაებად აღიარეს. სპარსეთის მეფის საბოლოოდ დამარცხების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა თავისი ქვეყნის დედაქალაქად ბაბილონი გამოაცხადა.

 

ალექსანდრე მაკედონელმა კიდევ მრავალ ბრძოლაში ისახელა თავი. ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ ბაბილონში დაბრუნებული ალექსანდრე მაკედონელი მოულოდნელად გარდაიცვალა. 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: