მესამე საფეხური
» სხვადასხვა (ვიკინგები)

სხვადასხვა (ვიკინგები)

,,ვიკინგერ’’ ზღვაზე მეომარს, მეკობრეს ნიშნავს. ,ვიკინგებს’’ ეძახდნენ მამაკაცებს, რომლებიც თავიანთი სამშობლოდან გემებით მიემგზავრებოდნენ დანარჩენ ევროპაში დიდების მოსაპოვებლად, თავგადასავლების საძიებლად და ისევ მშობლიურ კერას უბრუნდებოდნენ.

ვიკინგები 800-1100 წლებში ცხოვრობდნენ დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის სანაპიროებზე. ისინი დღევანდელი სკანდინავიელების წინაპრები არიან.

მეკობრეობის გარდა, ვიკინგები ამუშავებდნენ მიწას, უვლიდნენ პირუტყვს, თევზაობდნენ, აგებდნენ გემებს, ნადირობდნენ. ისინი კარგი ხელოსნები იყვნენ და თითქმის ყველაფერს, რაც მათ სჭირდებოდათ, საკუთარ კარ-მიდამოში ამზადებდნენ.

ძველად ისინი მხოლოდ ერთ ,,ქვეყანაში’’ არ ცხოვრობდნენ. საცხოვრებლად ირჩევდნენ ისეთ ადგილებს, რომლებიც ზღვიდან ადვილი მისადგომი იყო.

ღონე, სიმარჯვე და გამძლეობა თითოეული ვიკინგისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ბავშვობიდანვე ისეთ თამაშებს ასწავლიდნენ, რომელიც ხელს უწყობდა მოზარდის ფიზიკური ძალისა და უნარის განვითარებას. მაგალითად: ქვის აწევა და ტყორცნა, მშვილდ-ისრით სროლა, სიმაღლეზე ხტომა, ფარიკაობა, შუბის ტყორცნა, ჭიდაობა და სხვა.

ვიკინგები აფასებდნენ არა მარტო ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს, არამედ ისეთ თვისებებს, როგორიცაა შეუპოვრობა, სანდოობა და ერთგულება. ბრძენი და ჭკვიანი ვიკინგებში დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

შუა საუკუნეებში მხოლოდ ვიკინგები ბედავდნენ ოკეანეში გასვლას. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ კომპასი. ისინი ცდილობდნენ ნაპირიდან შორს არ წასულიყვნენ.

მე-9 საუკუნიდან ვიკინგებმა ნელ-ნელა დაიწყეს ქრისტიანული რწმენის მიღება, ითვისებდნენ ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს, გაქრისტიანებული ვიკინგები აგებდნენ დიდ ეკლესიებს. მე-11 საუკუნიდან კი ვიკინგებში ქრისტიანობა ფართოდ გავრცელდადა.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: