მესამე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ბაბილონის დაკიდებული ბაღები)

მსოფლიო საოცრებები (ბაბილონის დაკიდებული ბაღები)

ქალაქი ბაბილონი მდებარეობდა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ის მსოფლიოს უდიდესი და უძლეველი ქალაქი იყო. ბაბილონის მეფე - ნაბუქოდონოსორ II, რომელიც ბიბლიაშიც მოიხსენიება, ძლიერი, ვაჟკაცი, საუკეთესო მეომარი გახლდათ. მან ბევრი მტერი დაამარცხა, მრავალი ტყვე წაიყვანა ბაბილონში, რომელთაც მშენებლობებზე ამუშავებდა. სწორედ ამ ტყვეებმა ააგეს და დაამშვენეს ქალაქი ბაბილონი.

 

არსებობს ლეგენდა ბაბილონის დაკიდებული ბაღების შესახებ. ლეგენდის თანახმად, 2000 წლის წინ მეფე ნაბუქოდონოსორ მეორემ ცოლად შეირთო დედოფალი ამიტასი, რომელიც უდაბნოში თავს უბედურად გრძნობდა. დედოფალს აგონდებოდა და ენატრებოდა საკუთარი ამწვანებული სამშობლო. ის ხშირად სევდიანი და მოწყენილი იყო. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა ცოლისთვის, სიყვარულის დასტურად, გაეშენებინა დაკიდებული ბაღები. ამ ბაღებს დედოფლისათვის მშობლიური ბუნება უნდა მოეგონებინა. ეს იყო ხელოვნური სამოთხე, სადაც დედოფალი სეირნობდა, ეგზოტიკური ყვავილების სურნელით ტკბებოდა, ისვენებდა, სადილობდა და მიირთმევდა თავის ბაღში მოყვანილ ბროწეულსა და მრავალ სხვა ხილს.

 

539 წელს  ქალაქ ბაბილონს სპარსელები შემოესივნენ, რომლებმაც დაარბიეს და დაანგრიეს დაკიდებული ბაღები.

 

ბაბილონის დაკიდებული ბაღების შესახებ დღეს მხოლოდ გადმოცემით ვიგებთ. თუმცა, არქეოლოგებმა მსგავსი ბაღების კვალს ბაბილონის მახლობლად მიაგნეს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ამ ბაღების სურათის აღდგენა.

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: