მესამე საფეხური
» სხვადასხვა (დედამიწის მოსახლეობა)

სხვადასხვა (დედამიწის მოსახლეობა)

დედამიწაზე შვიდ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. არც ერთი მათგანი არ ჰგავს მეორეს, რადგან ყველა ადამიანი განსხვავდება გარეგნობით, აზროვნებითა და გრძნობებით.

 

ადამიანები ყველაზე გონიერი და საოცარი არსებები არიან დედამიწაზე. მხოლოდ მათ შეუძლიათ დაამზადონ ახალი ნივთები, გადაჭრან პრობლემები და შექმნან ხელოვნების ნიმუშები. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანს ძალიან დიდი დრო დასჭირდა განვითარების ამ დონემდე მისაღწევად.

 

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიმაღლით, კანის ფერით, თვალის ჭრილით და ა.შ. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ერთი კვერცხუჯრედიდან   დაბადებული ტყუპებიც კი არ არიან სრულიად იდენტურები.

 

ადამიანებს განსხვავებული რწმენა და შეხედულებები აქვთ მათ გარშემო არსებულ სამყაროზე. ადამიანის რწმენას ხშირად რელიგიას უწოდებენ.

 

დედამიწაზე 5000-ზე მეტი ენა არსებობს. ზოგიერთ ენაზე ერთი-ორი კაცი თუ ლაპარაკობს, ზოგზე კი, როგორიცაა ჩინური ენა ,,მანდარინი’’, რამდენიმე მილიონი ადამიანი.

 

დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს განსხვავებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები აქვთ. ეს ძირითადად რელიგიიდან მომდინარეობს. ამიტომაც განსხვავდება მათი ქცევები ერთმანეთისაგან. ისინი სხვადასხვანაირად იცვამენ, ჭამენ და აღნიშნავენ დღესასწაულებს. მისალმებაც კი, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული აქვთ: ტიბეტში, როცა უმცროსი უფროსს ესალმება ან ემშვიდობება, თავს ხრის და ენას ყოფს; დასავლეთ აფრიკაში ხელის გულებს მკერდზე ირტყამენ; ევროპაში, ამერიკაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში კი ხელს ართმევენ ერთმანეთს.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: