მესამე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ქაჯები)

მითები და ლეგენდები (ქაჯები)

ქაჯავეთი კლდოვან და უდაბურ მიდამოებში მდებარეობს. იქ ყველა ვერ ჩააღწევს და არც არის საჭირო. უფრო უკაცრიელსა და ქაჯმრავალ ადგილს მეორეს ვერსად ნახავ.

 

ქაჯის დანახვას არდანახვა სჯობს. თვალი რომ მოჰკრა, ამაში თავადაც დარწმუნდები. ისეთი საზარელია, რომ შიშით თვალს ვერ გაუსწორებ. აბა, რა სანახავია ჩამოძენძილყურებიანი, თმააბურძგნული, მაიმუნივით დაგრეხილ, წვრილ ფეხებზე შემდგარი.  ფეხის თითები ზურგის მხარეს აქვთ და ქუსლები - მუცლის.  თითებზე ბრჭყალები გამოზრდიათ, კისრიდან კი ღამურასავით შავი ფრთები ეზრდებათ.

 

თუ სადმე გადააწყდი, არ დაიბნე და თამამად შესძახე:

„ქაჯო, გამოდი,

ანგელოზო, შემოდი.“

 

უკუღმართებს უკუღმა ლაპარაკი ესმით. თუ იტყვიან, თონე დალეწეო, პური უნდა დააცხო; ჯამ-ჭურჭელი დაამსხვრიეო, საჭმელი უნდა მოამზადო. აი, თუ თქვეს, კარგი საქმის საკეთებლად მივდივართო, ცუდათაა საქმე.

 

ერთ დროს ქაჯები დიდი განძის პატრონები იყვნენ. ქალღმერთებმა დასაჯეს და მთელი ეს ავლა-დიდება წაართვეს.  ქაჯები დაცოტავდ-დაბეჩავდნენ, მაგრამ ცუღლუტობა არც ამის შემდეგ მოიშალეს.

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: