მესამე საფეხური
» მითები და ლეგენდები (დალები - ტყის დედოფლები)

მითები და ლეგენდები (დალები - ტყის დედოფლები)

თოვლიან-ყინულოვან, მიუვალ მთებში, სადაც არასდროს ყოფილა არც კაცი და არც ფრინველი, ცხოვრობენ ნადირობის მფარველი ქალღმერთები, დალები. ისინი მაღლა ოქროს გამოქვაბულში, ცხრა მთას იქით ცხოვრობენ.  ამ გამოქვაბულიდან გადმოსულ მდინარეებს ოქროს ქვიშა მოჰყვება და წყალში  ჩაკიდებულ ტყავებზე ილექება. ამბობენ, ერთი ტყავი სულ ოქროთი დაიფარა და ოქროს საწმისად გადაიქცაო.

 

დალების  დედოფალს ოქროს ნაწნავები აქვს, დალებს - სპილენძისა. მათ ისეთი ძლიერი თმა აქვთ, რომ  ნაწნავით  ადამიანის გამოქვაბულში აზიდვა შეუძლიათ. დალები მონადირეთა ბედს განაგებენ, ურჩებს სჯიან, სამართლიანებსა და კეთილშობილებს კი აჯილდოებენ. დალები მონადირეებს სურვილს უსრულებენ და თუ იმსახურებენ, იყვარებენ კიდეც. თუ მონადირე მათ დედობას სთხოვს, დედობას გაუწევენ, თუ მონადირეს ტრფობა უნდა - სიყვარულს შესწირავენ. დალისა და მონადირის სიყვარულის საიდუმლო არ მჟღავნდება. თუ ფიცი გატყდა, კაცი ისჯება.

 

ქალღმერთებს მგლები მტრობენ, მგელთა მეთაური დალებს ბავშვებს ართმევს. თუ მგლებს დალის ასული გადაურჩა, ქალღმერთი ხდება, თუ ძე -  მათ ადამიანები ზრდიან, რომლებიც გამორჩეული გმირები ხდებიან.

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: