მესამე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ჭინკები)

მითები და ლეგენდები (ჭინკები)

ჭინკები მითოლოგიური არსებებია. ისინი სამ დღეს ცაში არიან, სამ დღეს - წყალში, სამ დღესაც - ბარში. ჭინკები მთიდან გადმოსული ცეცხლის ნაპერწკლებისგან გაჩნდნენ. ტანად პატარები არიან. სახით ვირთხებს ჰგვანან. ზოგი მელოტია, ზოგსაც ცეცხლისფერი, მწვანე, იისფერი ან ჭრელი ცხენივით ფაფარი აქვს თავის შუა ხაზზე.  ფეხებზე პაწაწინა ჩლიქები აქვთ, რბილი, ზამბარასავით მოქნილი. ხტუნვა თუ დაიწყეს, ჰაერში ბურთებივით გაფრინდებიან.

მავნებლობას არაფერი ურჩევნიათ, ამიტომ მათ უფროსს მავნე ჰქვია. ის რომ დასჭყივლებს, ჭინკები სიმინდის მარცვლებივით დაიფანტებიან, ჯიბიდან წვრილ-წვრილ მავნებლობის სიას ამოიღებენ, გადაიმეორებენ და საქმის გაფუჭებას შეუდგებიან.

რა გინდა, მათი ხელიდან რომ არ გაფუჭდეს: ღამღამობით სახლებში იპარებიან, ფქვილს და ნიგოზს გამოჭამენ,  კაკლის ნაჭუჭებს იპარავენ და ბავშვებს ლოგინში უყრიან; საჯინიბოს თუ მიადგნენ, ცხენებს ძუას ჩაუწნიან. ამიტომ საჯინიბოს კარი ღია არ უნდა დაგრჩეს, უნდა გადარაზო. თუ დაგრჩა, მოაჯდებიან შენს ცხენს ზურგზე და დილამდე უმოწყალოდ აჯირითებენ.

ხოლო თუ კარგად მოექეცი და ჭიშკართან ერთი ჭიქა ღვინო დაუდგი, მოლხენის მეტს ნუღარაფერს მოელი მათგან.

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: