მესამე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (დინოზავრების სამყარო)

პლანეტა დედამიწა (დინოზავრების სამყარო)

ცხოველები ადამიანზე გაცილებით ადრე გაჩნდნენ. დედამიწაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახეობის ცხოველი ბინადრობდა. ოდესღაც ყველაზე დიდი და სწრაფი ცხოველები დინოზავრები იყვნენ, დინოზავრი „დიდ ხვლიკს“ ნიშნავს.

 

დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ. ზოგი მათგანი ცხოველებზე ნადირობდა, ზოგი კი მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდა. დინოზავრების უმეტესობა 65 მილიონი წლის წინ, პირველი ადამიანის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე გადაშენდა.

 

მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ზოგიერთმა მცირე ზომის ხორციჭამია დინოზავრმა განვითარება განაგრძო და თანამედროვე ფრინველად იქცა. ამ ვარაუდს ამტკიცებს ფრინველებისა და დინოზავრის ჩონჩხებს შორის არსებული ბევრი მსგავსება.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: