მესამე საფეხური
» სხვადასხვა (ოლიმპიური თამაშები)

სხვადასხვა (ოლიმპიური თამაშები)

ძველ საბერძნეთში უყვარდათ სპორტი და მთელ ქვეყანაში აწყობდნენ შეჯიბრებებს. ყველაზე ძველ და ცნობილ სპორტულ შეჯიბრებად ითვლება ოლიმპიური თამაშები, რომელიც ქალაქ ოლიმპიაში ტარდებოდა. ანტიკური ოლიმპიური თამაშები სახალხო დღესასწაული იყო. სპორტული შეჯიბრებები ეძღვნებოდა ბერძნების უმთავრეს ღვთაებას - ზევსს.  ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თვით ზევსმა დააფუძნა, სხვა ლეგენდის მიხედვით - მისმა ვაჟმა, ჰერაკლემ.

ძველად, საბერძნეთი არ იყო ერთიანი ქვეყანა. იმ დროს ყოველ ქალაქს თავისი მმართველი ჰყავდა და ხშირად ქალაქ-სახელმწიფოები ერთმანეთს ეომებოდნენ. ოლიმპიური თამაშების დროს კი, ერთი თვის განმავლობაში, საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე ომი წყდებოდა. დღესასწაული ყოველ 1417 დღის შემდეგ (ე.ი. ოთხ წელიწადში ერთხელ) მეორდებოდა.

ოლიმპიური თამაშები დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა. ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს, ქვეყნები ანბანის მიხედვით გამოდიან. გამონაკლისია მხოლოდ საბერძნეთი. ქვეყანა, რომელმაც ოლიმპიური თამაშები გამოიგონა, პირველი გამოდის. 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: