მესამე საფეხური
» სხვადასხვა (გლადიატორი)

სხვადასხვა (გლადიატორი)

ძველ რომში ხალხის გასართობად უამრავი სანახაობა ეწყობოდა. მათ შორის საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო გლადიატორების შერკინება.

ძველ რომში მებრძოლებს, რომლებიც ერთმანეთს ან ცხოველებს მაყურებლების გასამხიარულებლად ებრძოდნენ, გლადიატორები ერქვათ. ლეგენდარული რომაელი გლადიატორები სიცოცხლეს სწირავდნენ იმისთვის, რომ მაყურებელი სანახაობიდან კარგი განწყობით წასულიყო.

თავდაპირველად ორთაბრძოლებს რელიგიური დანიშნულება ჰქოდნათ. რომაელებს სწამდათ, რომ დაღუპული მეომრის სისხლი  დიდებას მოუტანდათ.

შეჯიბრებები სხვადასხვა ამფითეატრში იმართებოდა. მათ შორის ყველაზე დიდი ამფითეატრი - კოლიზეუმი, იმპერატორ ტიტუსის ბრძანებით 88 წელს აშენდა. რომის კოლიზეუმში ათასობით სისხლიანი ბრძოლა გამართულა.

პირველი გლადიატორები სიკვდილმისჯილები და მონები იყვნენ, თუმცა დროთა განმავლობაში არაერთი თავისუფალი ადამიანი გახდა გლადიატორი დიდებისა და სიმდიდრის მოსაპოვებლად.

საინტერესოა, რომ დამარცხებულის ბედი მაყურებელსა და იმპერატორს უნდა გადაეწყვიტა. იმპერატორს ცერა თითის აწევით ან დაწევით გამოჰქონდა დამარცხებული გლადიატორისთვის საბოლოო განაჩენი.

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: