მესამე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი)

ცნობილი ადამიანები (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი)

გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრება საოცარი და უჩვეულო იყო. მან მხოლოდ 36 წელი იცხოვრა, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კი საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია. მოცარტმა დაწერა საქვეყნოდ ცნობილი ოპერები „ჯადოსნური ფლეიტა“, „დონ ჟუანი“, „ფიგაროს ქორწინება“, სიმფონიები და სხვა. მისი უკანასკნელი ნაწარმოები იყო „რექვიემი“.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი 1756 წელს დაიბადა ძალიან ლამაზ ქალაქ ზალცბურგში, მუსიკოსის ოჯახში. შეამჩნია თუ არა მამამ შვილის ნიჭი, მაშინვე დაიწყო მისი მეცადინეობა. 4 წლის ასაკში მოცარტმა რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. 6 წლის ასაკში კი ვოლფგანგი უკვე შესანიშნავად  უკრავდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე.

მოცარტის მამამ მთელი ოჯახით სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა, რათა ბიჭის ნიჭი ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო. მოგზაურობა თითქმის 4 წელი გაგრძელდა. ისინი გაჩერდნენ უამრავ ქალაქში, სადაც მოცარტმა მსმენელი მუსიკალური ნიჭის გარდა, არაჩვეულებრივი მეხსიერებითაც განაცვიფრა. მან თურმე ერთი მოსმენით დაიმახსოვრა რთული ნაწარმოები და სახლში მისვლისას ნოტებზე ჩაიწერა. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს მე-18 საუკუნის სასწაულს უწოდებდნენ.

 

 

 

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: