მესამე საფეხური
» ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #3)

ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #3)

კრისტინს სამი კატა ჰყავს. ერთს ოთხი კნუტი დაეყარა. ოთხივენი კალათში იწვნენ და საცოდავად კნაოდნენ. კრისტინმა თქვა, სამი ვინმეს უნდა მივცე,  თორემ კატები ისე მომიმრავლდა, მალე აქ ჩემი ადგილიც აღარ დარჩებაო.

- შეიძლება ჩვენ წავიყვანოთ? - ჰკითხა ანამ.

- როგორ არ შეიძლება!  - უპასუხა კრისტინმა.

ბულერბის ყოველ სახლს თითო კნუტი შეხვდა. ჩვენთვის ლასემ აირჩია ზოლიანი, შუბლზე თეთრი ნიშნით. ბრიტამ და ანამ ქათქათა თეთრი კნუტი აირჩიეს, ულემ -  შავზე შავი.

კნუტებს სახელებიც დავარქვით. ლასემ, ბოსემ და მე - მურე, ბრიტამ და ანამ - ცესა, ულემ - მალკოლმი. დედებმა, რა თქმა უნდა, ნება დაგვრთეს, დაგვეტოვებინა კნუტები.

მე ძალიან მომწონს მურესთან თამაში, მოვაბამ ხოლმე ძაფს ქაღალდს და დავრბივარ. მურე კი დასდევს ქაღალდს და მის დაჭერას ცდილობს. წინათ ლასე და ბოსეც ეთამაშებოდნენ, მერე თანდათან მოსწყინდათ. მურეს მე ვუვლი. მურეს, ცესას და მალკოლმს ზოგჯერ მდელოზე ვუშვებთ ხოლმე სათამაშოდ. რაც უნდა იყოს, ნათესავები არიან და, ალბათ, სიამოვნებთ ერთმანეთის ნახვა.

ბულერბიელი ბავშვები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი