მესამე საფეხური
» ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

როცა ექიმის მისაღებში შეირბინა, იქაურობა ხალხით იყო გაჭედილი. ექიმმა სწორედ იმ დროს გამოაღო კარი შემდეგი ავადმყოფის შესაყვანად. ემილმა დაინახა და ისე შეჰყვირა, ყველა შეაკრთო:

- ალფრედი მარხილში წევს და კვდება!

ექიმი არ დაიბნა და რიგის მომლოდინე რამდენიმე მოხუცთან ერთად ეზოში გავიდა.

ალფრედი შემოიყვანეს და საოპერაციო მაგიდაზე დააწვინეს.

ემილი ფიქრობდა, ალფრედი ექიმთან თუ მივიყვანე, გადარჩებაო, ახლა კი, რომ დაინახა, ექიმი თავს კრესა-მაიასავით იქნევსო, შეშინდა, ვაითუ, უკვე გვიანაა, ვაითუ აღარაფერი ეშველოსო. ეს რომ გაიფიქრა, გული დაეწურა ტკივილისაგან და თვალცრემლიანი შეევედრა ექიმს:

- ოღონდ ალფრედი გადაარჩინეთ და ჩემს ცხენს მოგცემთ! გოჭსაც მოგცემთ, ექიმო, ოღონდ უშველეთ! მითხარით, ხომ უშველით, მითხარით!

ექიმმა ყურადღებით შეხედა ემილს და უპასუხა:
- ძალ-ღონეს არ დავიშურებ, მაგრამ წინასწარ ვერაფერს დაგპირდები.

ალფრედი ჩუმად იწვა, სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა.

უცებ თვალი გაახილა და გაკვირვებულმა შეხედა ემილს.

ემილის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი