მესამე საფეხური
» ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)

ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)

მთელი ღამე გადაუღებლად თოვდა - სმოლანდში ისეთი ქარბუქი მძვინვარებდა, რომლის მსგავსიც არავის ახსოვს. დილას ხუტორი კატჰულტი ლამის თოვლში იყო ჩამარხული. ქარბუქი კი არა ცხრებოდა, გამეტებით ბარდნიდა და ისეთი ცივი ქარი ქროდა, გარეთ ცხვირს ვერ გამოყოფდი. ქარი გულსაკლავად ზუზუნებდა. ასეთი ქარბუქი ას წელიწადში ერთხელ თუა ხოლმე.

- ალფრედს მთელი დღე თოვლის ხვეტა მოუწევს, - თქვა დილით ლინამ. - მაგრამ ისე თოვს, ალბათ, არც ღირს ხელის მოკიდება. თუმცა ალფრედს იმ დღეს თოვლი არ უხვეტია. როცა ყველანი სასაუზმოდ დასხდნენ, ალფრედის ადგილი ცარიელი დარჩა. თურმე დილითაც არავის დაუნახავს.

ემილი შეშფოთდა. ადგა, თავზე კეპუკა ჩამოიფხატა, შინნაქსოვი მაუდის თბილი ქურთუკი ჩაიცვა და სამზარეულოდან გავიდა. კარს უკან დადებული ნიჩაბი აიღო და გზის გაკვალვა დაიწყო ფარდულის მინაშენისაკენ, სადაც ალფრედი ცხოვრობდა.

 

ემილის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი