მესამე საფეხური
» ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #6)

ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #6)

ბაზრის მოედნის შუაგულში ჩადგმულ მაღალ ანძაზე ალამი ფრიალებდა. ემილი წამში აძვრა ანძაზე, აფრიალებული ალმის ქვეშ შეჩერდა, ყველას რომ დაენახა, და აღრიალდა:

- ხალხო, შემომხედეთ! მამა დამეკარგა!

ემილმა ზევიდანვე შეამჩნია, რომ გაიგონეს მისი ყვირილი და თითქოს ტალღამ გადაუარა ხალხს. უცებ ვიღაც თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა ანძისკენ. ეს ემილის მამა იყო!

ანტონ სვენსონმა ბიჭი ანძის წვერიდან, ხიდან რომ ვაშლს ჩამობერტყავენ, ისე ჩამოაგდო და თითებით ყურში ჩააფრინდა.

- სად დამეკარგე, საძაგელო! - ყვიროდა გაშმაგებული, - კაცი გვერდზე გახედვას ვერ მოასწრებს, რომ გამქრალი ხარ!

მაგრამ ემილს ახლა პასუხისათვის არ ეცალა.

ემილის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი