მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

ამასობაში შეღამდა კიდეც და პინოკიოს გაახსენდა, რომ არაფერი ეჭამა, კუჭში ერთგვარი წუხილი იგრძნო, რომელიც ძალიან ჰგავდა მადის გაღვიძებას.
მაშინ სასოწარკვეთილი მოჰყვა ტირილს:
— ოჰ! რა მძიმე სნეულება ყოფილა ეს შიმშილი!
და სწორედ იმ წუთში ნაგვის გროვაზე რაღაც მრგვალი და თეთრი მოეჩვენა, რაც ძალიან ჰგავდა ქათმის კვერცხს. თვალის ერთი დახამხამება დასჭირდა, რომ გადამხტარიყო და ხელი ეტაცა. მართლაც, კვერცხი იყო.
— ახლა როგორ მოვიმზადო? იქნებ ერბოკვერცხი გავიკეთო?.. ან იქნებ მოვიხარშო?
თქმა და ქმნა ერთი იყო: ტაფა გახურებული ნაღვერდლით სავსე ქურაზე შედგა, ზეთის ან კარაქის ნაცვლად ზედ ცოტაოდენი წყალი დაასხა და როგორც კი წყალმა ორთქლი აუშვა, — ჭახ! — გატეხა კვერცხი და მისი ტაფაზე გადმოღვრა მოინდომა.
მაგრამ ცილისა და გულის მაგიერ კვერცხიდან მხიარული და ერთობ დარბაისელი წიწილა გამოვარდა, თავაზით დაუკრა თავი პინოკიოს და თქვა:
— უღრმესი მადლობა, სინიორ პინოკიო, იმისთვის, რომ ნაჭუჭის დამტვრევის შრომა ამაცილეთ თავიდან.
 
 

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი