მესამე საფეხური
» ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)

ციხე-დარბაზი გორაკის მწვერვალზე იდგა და გარს დიდი პარკი ერტყა. კარიბჭესთან დიდი აბრის ერთ მხარეს ეწერა: „აკრძალულია შესვლა”, მეორე მხარეს კი „აკრძალულია გამოსვლა”. პირველი წარწერა მიმართავდა სოფლის ბავშვებს, რათა არ გასჩენოდათ სურვილი, გადამხტარიყვნენ თუჯის ნაჭედ გალავანზე და პარკის ჩრდილში თამაში არ გაემართათ, მეორე წარწერა კი აფრთხილებდა ალ’უბალას, რომ პარკის საზღვარი არ გადაელახა და სოფელში ღარიბთა შვილებთან მეგობრობა არ დაემყარებინა.
 
ალ’უბალა მარტოდმარტო დასეირნობდა პარკში და საგულდაგულოდ ერიდებოდა გაზონებზე სიარულსა და ყვავილების გათელვას. მის აღმზრდელს, დონ ომბალოს ყველგან აღემართა აბრები, რომლებზეც ეწერა, რისი გაკეთება შეეძლო და რისი არ შეეძლო ალ’უბალას.
 
მაგალითად, წითელი თევზებით დასახლებულ აუზთან ეწერა: „ალ’უბალას ეკრძალება აუზში ხელების ჩაყოფა”. იმის გვერდით სხვაც იყო: „თევზებს ეკრძალებათ ალ’უბალასთან ლაპარაკი“.
 

ჩიპოლინოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი