მესამე საფეხური
» ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #1)

ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #1)

მე ლიზა მქვია. გოგო ვარ, თუმცა ამას, ალბათ, ისეც მიხვდით - ლიზა ხომ გოგოს სახელია. შვიდი წლისა ვარ, მაგრამ მალე რვისა ვხდები. ზოგჯერ დედა მთხოვს ხოლმე:

- ლიზა, უკვე დიდი გოგო ხარ, გაამშრალე, შვილო, ჭურჭელი!

ლასე და ბოსე კი მეუბნებიან:
- პატარებს ინდიელობანას არ ვათამაშებთ!

ჰოდა, ვეღარ გამიგია, მაინც რამხელა ვარ - დიდი თუ პატარა, ჩემი აზრით, ზოგს თუ დიდი ვგონივარ და ზოგს - პატარა, რამხელაც საჭიროა, სწორედ იმხელა ვყოფილვარ.

ლასე და ბოსე ჩემი ძმები არიან, ლასე ცხრა წლისაა, ბოსე - რვისა. ლასე ძალიან ღონიერია და ჩემზე სწრაფად დარბის. მე და ბოსე კი ერთნაირად დავრბივართ. როცა უნდათ, უჩემოდ წავიდნენ სადმე, ლასე მიჭერს, ბოსე კი მირბის. მერე ლასე ხელს შემიშვებს და თვითონაც მოკურცხლავს. ჰოდა, ვეღარ ვეწევი, რა თქმა უნდა, გული მწყდება, მარტო ძმები რომ მყავს, და კი - არა, ბიჭები ხომ ძალიან მავნეები არიან.

ჩვენ სოფელ ბულერბიში ვცხოვრობთ. პაწაწინა სოფელია, სულ სამი სახლი დგას, ისიც გვერდიგვერდ. შუა სახლი ჩვენია.

ბულერბიელი ბავშვები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი