მესამე საფეხური
» ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

იმ დღეს ბაღში საბრძოლო თათბირი გაიმართა.
 
ჩიპოლინო, მარწყვუჩა და ბოლოკინა ერთი ხშირი ბუჩქის ძირას შეიკრიბნენ საქმის გასარკვევად. თანაც ისე გულიანად კამათობდნენ და ბჭობდნენ, რომ ვერაფერი შეამჩნიეს. ერთი სიტყვით, ვერ შენიშნეს ძაღლი მასტინო, რომელიც ამ დროს შესამოწმებლად გარშემო უვლიდა ბაღს და მართლაც რომ მეხივით დაეცა თავზე მეგობრებს. ორი გოგონა მასტინომ მზერის ღირსადაც არ ჩათვალა, სამაგიეროდ მშვიდად შეაჯდა მკერდზე ძირს დაცემულ ჩიპოლინოს და მანამდე ყეფდა, სანამ ხმაურისგან გაღვიძებული პომიდორი არ გამოეშურა მის დასახმარებლად.
 
წარმოიდგინეთ კავალერის სიხარული: სწორედ ათი წუთის წინ ესიზმრებოდა, როგორ აპატიმრებდა ჩიპოლინოს და ასე მალე აუხდა სიზმარი. ძილში ბაბუა რომ გამოცხადებოდა და მისთვის ლატარიის მომგებიანი ნომერი გაემხილა, მაშინაც კი არ იქნებოდა ასე გახარებული.
- შენ საიდუმლო საკანში დაგამწყვდევ, - ამცნო ჩიპოლინოს, - ჩვეულებრივი საპატიმრო შენი საკადრისი არ არის.
 
- გმადლობთ, კავალერო, -  უპასუხა ჩიპოლინომ, - ეს მართლაც დიდი პატივია.
 
 

ჩიპოლინოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი