მესამე საფეხური
» ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #5)

ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #5)

გართობის მსურველებს კი ათასგვარი თავშესაქცევი ელოდათ: ცირკი, საცეკვაო მოედანი, კარუსელი, ატრაქციონები - ყველას რას ჩამოთვლი!..

ერთი სიტყვით, ჰულტსფრედის მინდორზე ყველაფერს ფული სჭირდებოდა, ფული კი ემილს არ გააჩნდა.

სამაგიეროდ, როგორც უკვე გითხარი, ფხიანი ბიჭი იყო და ნახვაც ბევრი რამისა სურდა. გართობა ცირკით დაიწყო. ეს ყველაზე ადვილი აღმოჩნდა, წაათრია იქვე დაგდებული ცარიელი ყუთი და მიადგა ცირკის ბრეზენტის კედელს. მერე ყუთზე აძვრა და ჭუჭრუტანაში დაიწყო ყურება, უყურებდა და ისე გულიანად ხარხარებდა კლოუნის ოინებზე, რომელიც ცირკის არენაზე დარბოდა და აცინებდა მაყურებელს, რომ ყუთიდან გადმოვარდა და თავი ქვას დაჰკრა. აღარ მოუნდა ცირკის ყურება, თანაც უფრო მოშივდა. „მშიერი კუჭით ვერ გავერთობი, -  დაასკვნა ემილმა, - უფულოდ კი საჭმელს არავინ მომცემს. რამე უნდა მოვიფიქრო“.

ემილის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი