მესამე საფეხური
» ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #1)

ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #1)

– ნავი უპოვიათ! – შესძახა სნუსმუმრიკმა.

მართლაც, ზღვის ტალღებზე დიდი აფრიანი ნავი ირწეოდა. ნიჩბებითა და სათევზაო ბადით აღჭურვილი ნავი თეთრად და მწვანედ იყო შეღებილი.

– ვისი ნავია? – იკითხა აქოშინებულმა მუმინტროლმა.

– არავისი! – მოზეიმე ხმით უპასუხა მამა მუმინმა, – ტალღებმა ჩვენს ნაპირთან გამორიყეს. ზღვის ნობათია!

– ნავს სახელი უნდა ჰქონდეს! – წამოიძახა ფრეკენ სნორკმა, – მოდით, „ტურფა“ დავარქვათ, საოცრად ლამაზი სახელია!

– პირველმა მე დავინახე! – იყვირა სნიფმა, – ჰოდა, სახელიც მე უნდა შევურჩიო. ყველაფერს აჯობებს „სნიფი“, მოკლეც არის და ლამაზიც.

– ჩუმად, ბავშვებო! – თქვა მამამ, – სახელი, ცხადია, დედამ უნდა შეარჩიოს.

– აბა, მე როგორ მოვახერხებ! – დაიმორცხვა დედამ, – ყველაზე მდიდარი ფანტაზია სნუსმუმრიკსა აქვს და ნამდვილად უკეთეს სახელს მოიფიქრებს.

– არა, არა! – შესძახა მუმინტროლმა, – დედამ მოიფიქროს!

– კარგი, შვილო, – აღარ იუარა დედა მუმინმა, – ჩემი აზრით, ისეთი სახელი უნდა დავარქვათ, რომ გაგვახსენდეს ხოლმე, რისთვის გვჭირდება ნავი. მე მგონი, „თავგადასავალი“ სწორედ ასეთი სახელია.

ჯადოქრის ქუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი