მესამე საფეხური
» იგავები (ნაწყვეტი #4)

იგავები (ნაწყვეტი #4)

ერთხელ კაცი და დათვი დაძმობილდნენ. კაცმა დათვი სახლში მიიწვია და ლხინიც გაუმართა.
გამოთხოვებისას კაცმა დათვს აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისთვის.
ცოლს დათვის სიმყრალე ეცა და თქვა: პირმყრალ სტუმარს ვერ ვეწყობიო.
გავიდა ხანი. კაცი ტყეში წავიდა შეშის მოსაჭრელად და თან ცულიც წაიღო.
დათვი გულთბილად შეხვდა კაცს, მაგრამ ბოლოს დაუჟინა:
- თავზე ცული დამკარ და დამჭერიო.
კაცმა თავიდან იუარა, მაგრამ დათვი არ მოეშვა. ბოლოს დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა, კაცი კი შინ წამოვიდა.
ერთი თვის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. დათვს თავი გამთელებოდა. დათვმა კაცს უთხრა:
- ძმაო, შენი ცულით დაჭრილი თავი გამიმთელდაო და შენი ცოლის ენით დაკოდილი გული კი - არაო.

იგავები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი