მესამე საფეხური
» შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

როცა მეფის ასულს დარდი შემოაწვებოდა, ნაკადულის პირას მიდიოდა ხოლმე. ერთ დღესაც წყალში ჩაიხედა. სწორედ მაშინ დაინახა, როგორი უსახური იყო ვირის ტყავი, რომელიც ზედ ეცვა, და თავზარი დაეცა. გოგონა დაიხარა, პირი დაიბანა, მთლიანად ჩამოიშორა ჭუჭყი და თავისი სილამაზე კვლავ დაიბრუნა. მერე მიწას ფერიას ნაჩუქარი ჯოხი დაჰკრა და სკივრი მაშინვე მის წინ გაჩნდა. პრინცესა მოირთო, მშვენიერი დღისფერი კაბა ჩაიცვა. გადაწყვიტა, იმ დღიდან ყოველ კვირა დღეს ჩაეცვა თავისი ლამაზი კაბები. გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა, ვინმეს ასეთი მორთული ენახა.

ერთ დღესაც სურვილი აუსრულდა. მეფისწული ნადირობიდან დაბრუნებისას შესასვენებლად ფერმასთან ჩამოხტა.

მეფისწული ახალგაზრდა და საუცხოო გარეგნობის იყო. ვახშმის შემდეგ სტუმარმა ფერმის ყველა კუნჭულის დათვალიერება მოისურვა. მოულოდნელად ერთ ბნელ დერეფანს წააწყდა, რომლის ბოლოშიც კარი დაინახა. ცნობისმოყვარე უფლისწულმა კლიტის ჭუჭრუტანაში შეიხედა და მეფის ასული დაინახა - ისეთი მშვენიერი და მდიდრულად შემოსილი, რომ ღმერთქალი გეგონებოდათ.

 

შარლ პეროს ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: