მესამე საფეხური
» შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

მეფის ასულმა ვირის ტყავი მოიხურა, სახე ბუხრის ჭვარტლით გაიმურა და სასახლიდან ისე გავიდა, რომ ვერავინ იცნო.

მეფის ასული შეუჩერებლად მიდიოდა. გზადაგზა მოახლის ადგილს ეძებდა. კეთილი ადამიანები მას საჭმელს აძლევდნენ, თუმცა მოახლედ არავინ აიყვანა.

ბოლოს მივიდა ერთ მშვენიერ ქალაქში, რომლის კარიბჭესთან ერთი პატარა ფერმა იყო. ფერმის პატრონ დედაკაცს გოგო სჭირდებოდა მრეცხავად, ინდაურების მოსავლელად და საღორის გამოსაწმენდად. დედაკაცს მოეწონა მეფის ასული და საბრალო გოგო ფერმაში დატოვა.

მას მიუჩინეს ადგილი სამზარეულოს კუთხეში. პირველ ხანებში მოსამსახურეები დასცინოდნენ, მის სამოსს ამასხარავებდნენ, ბოლოს ეს დაცინვაც მოსწყინდათ და თავი დაანებეს. გოგონა ისე ხალისიანად ასრულებდა თავის მოვალეობას, თანაც ისე კარგად გამოსდიოდა ცხვრების მწყემსვა და ინდაურების მოვლა, კაცი იფიქრებდა, ამ საქმის მეტი არაფერი უკეთებიაო. დიასახლისმა მალე შეიყვარა ბეჯითი მოახლე. მეფის ასულს თავისი სამოსის გამო ვირის ტყავი დაარქვეს.

შარლ პეროს ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: