მესამე საფეხური
» შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძლევამოსილი და დიდებული მეფე. მას დიდ პატივს სცემდნენ მეზობლები და მოკავშირეები, ასე რომ, შეიძლებოდა ყველაზე ბედნიერ ხელმწიფედ მიგვეჩნია. მისი ბედნიერება უფრო სრულყოფილი გახდა, როცა მშვენიერი ასული შეირთო. მათ ცხრა თვის თავზე მშვენიერი ქალიშვილი შეეძინათ.

მეფის სასახლეში ყველაფერი ბრწყინვალე იყო. მეფეს ჰყავდა ბრძენი ვეზირები, თავდადებული კარისკაცები, ერთგული და ბეჯითი მსახურები. მისი უზარმაზარი საჯინიბო სავსე იყო საუკეთესო ჯიშის ცხენებით, თუმცა ამ საჯინიბოს მნახველებს ერთი რამ ძალიან აოცებდათ: ყველაზე საპატიო ადგილზე ვირი იდგა, თავისი გრძელი, პარტყუნა ყურებით. მაგრამ ეს შემთხვევითი ამბავი არ ყოფილა. მეფემ სამართლიანად მიანიჭა ვირს ეს საგანგებო და საპატიო ადგილი. ის ბუნებას უჩვეულო ნიჭით დაეჯილდოებინა - ყოველ დილით მის ბაგასთან მეჯინიბეები უამრავ ფულს ნახულობდნენ.

მაგრამ წუთისოფელი მეფეებსაც ისევე მოუვლენს განსაცდელს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს. უეცრად დედოფალი მძიმედ დასნეულდა.

 

შარლ პეროს ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: