მესამე საფეხური
» შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელსაც საუცხოო სახლები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, ძვირფასი ავეჯი და ოქროთი მოვარაყებული ეტლები ჰქონდა. საუბედუროდ, ამ კაცს ლურჯი წვერი ისე ამახინჯებდა, ისეთ საზარელ გამომეტყველებას აძლევდა, რომ ქალები გაურბოდნენ.

მის მეზობლად ერთი წარჩინებული ოჯახი ცხოვრობდა. ამ ოჯახს ორი საოცრად ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა. ლურჯწვერამ ქალიშვილების დედას სთხოვა, რომელიმე მომათხოვეო, მაგრამ ქალიშვილებმა უარი განაცხადეს. ვერ ბედავდნენ გაჰყოლოდნენ ლურჯწვერა კაცს. მათ ისიც აშინებდათ, რომ ეს კაცი უკვე რამდენიმეჯერ იყო დაქორწინებული და არავინ იცოდა, რა ბედი ეწიათ მის ცოლებს.

ლურჯწვერა თავისას ცდილობდა. მან ქალები, მათი დედა, სამი თუ ოთხი საუკეთესო მეგობარი და რამდენიმე მეზობელი ვაჟი ერთ-ერთ თავის სააგარაკო სახლში მიიპატიჟა. 

აგარაკიდან დაბრუნების შემდეგ სულ მალე ქალაქში ქორწილი გაიმართა, ლურჯწვერა და მეზობლის უმცროსი ქალიშვილი შეუღლდნენ. 

შარლ პეროს ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: