მესამე საფეხური
» შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

უფლისწულმა ეზო გადაიარა, კიბეზე ავიდა და გუშაგების დარბაზში შევიდა, სადაც მხრებზე თოფებგადებული და ჩამწკრივებული გუშაგები გემრიელად ხვრინავდნენ. ყველა დარბაზი სავსე იყო მიძინებული ვაჟებითა და ქალებით. ზოგი ფეხზე იდგა, ზოგიც იჯდა. უფლისწული ბოლოს ოქროთი მოვარაყებულ დარბაზში შევიდა და თვალწინ ულამაზესი სანახაობა წარმოუდგა: სარეცელზე იწვა თხუთმეტი თუ თექვსმეტი წლის ღვთაებრივად ლამაზი მეფის ასული.

აღტაცებული უფლისწული თრთოლვით მიუახლოვდა მძინარე მზეთუნახავს და მის წინ მუხლებზე დაეშვა. უცებ მეფის ასულმა თვალი გაახილა, უფლისწულს შეხედა და უთხრა:

- თქვენ ბრძანდებით, ჩემო ხელმწიფევ? რამდენი მალოდინეთ!

უფლისწული მოხიბლა მზეთუნახავის სიტყვებმა, ხმამ. არ იცოდა, თავისი სიხარული და მადლიერება როგორ გამოეთქვა. ქალს არწმუნებდა, საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარო. დალაგებულად ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ ქალს ეს უფრო მეტად მოეწონა; მჭევრმეტყველება ნაკლები იყო, სიყვარული კი - მეტი. 

უფლისწულმა და მზეთუნახავმა ბევრი ისაუბრეს. ამასობაში მთელმა სასახლემ გაიღვიძა.

შარლ პეროს ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: