მესამე საფეხური
» შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #4)

შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #4)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედოფალი, რომელსაც გონჯი ვაჟი შეეძინა. ბავშვის დაბადებას ერთი ფერია დაესწრო, რომელმაც თქვა, ბიჭი მახინჯია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი. მას შეეძლება თავისი ჭკუა უწილადოს მას, ვინც ძალიან შეუყვარდებაო.

ფერიას სიტყვებმა ცოტათი ანუგეშა საბრალო დედოფალი.

გავიდა ხანი, ბიჭი გაიზარდა. ენაც ამოიდგა. ათას ჭკვიანურ რამეს ამბობდა. ისე იქცეოდა, რომ მალე ყველას თავი შეაყვარა.

დამავიწყდა მეთქვა, რომ ბიჭს პატარა ქოჩორი დაჰყვა და ქოჩორა რიკე დაარქვეს. რიკე მისი გვარი იყო.

რიკეს დაბადებიდან შვიდი-რვა წლის შემდეგ მეზობელი სამეფოს დედოფალს ორი ქალიშვილი შეეძინა.

გოგონა, რომელიც პირველი დაიბადა, მზესავით ლამაზი იყო.

გოგონას დაბადებასაც დაესწრო ფერია და თქვა, მეფის ასული ლამაზია, მაგრამ სულელიო.

დედოფალი დაღონდა. მალე კიდევ უფრო დადარდიანდა, რადგან მეორე ქალიშვილი ძალიან უშნო გაუჩნდა.

- ნუ დაღონდები, - დაამშვიდა ფერიამ, - ისეთი ჭკვიანი იქნება, მის სიმახინჯეს არაფრად ჩააგდებენ.

შარლ პეროს ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: