მესამე საფეხური
» შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი აზნაური. ცოლი ადრე გარდაეცვალა და ერთი გოგო დარჩა, რომელიც თავისი დედასავით სათნო და კეთილი იყო. დაქვრივების შემდეგ აზნაურმა ერთი ამაყი და გულზვიადი დედაკაცი შეირთო. ამ დედაკაცს თავისნაირი ავი და ბოროტი ორი ქალიშვილი ჰყავდა.

ქორწილი გადაიხადეს თუ არა, დედინაცვალმა თავისი ბოროტი ბუნება გამოამჟღავნა. მან მთელი გულით შეიძულა გერი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ აზნაურის გოგო მის ქალიშვილებს სილამაზითაც სჯობდა და სათნოებითაც; მის გვერდით მისი შვილები იჩრდილებოდნენ.

ოჯახში ყველა ბინძურ საქმეს დედინაცვალი გერს აკეთებინებდა. გოგონა ჭურჭელს რეცხავდა და კიბეებს გვიდა, ქალბატონისა და მისი ქალიშვილების ოთახებში იატაკს აპრიალებდა. დები სუფთა ოთახებში ნებივრობდნენ, სადაც დიდი მდიდრული საწოლები იდგა და ვეებერთელა სარკეები ეკიდა, კონკიას კი სხვენში, ძველი ჩალის ქვეშაგებზე, ეძინა.

საბრალო გოგონა მორჩილად ითმენდა ყველაფერს.

შარლ პეროს ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: