მესამე საფეხური
» შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #2)

შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #2)

კატამ ჩექმები ჩაიცვა, ტომარა მხარზე გადაიკიდა და ტყისკენ გასწია, სადაც ბევრი ბაჭია ეგულებოდა. ტომარაში ქატო და კომბოსტო ჩაყარა და თავი მოიმკვდარუნა, იქნებ ერთი სულელი ბაჭია მაინც შეძვრეს ტომარაში ქატოსა და კომბოსტოს შესაჭმელადო.

კატამ თავის მომკვდარუნება ვერც კი მოასწრო, რომ ერთი ცანცარა ბაჭია ყელის ჩასაკოკლოზინებლად ჩანთაში შეძვრა. მოხერხებულმა კატამ ჩანთას თასმები მოქაჩა და ბაჭია დაიჭირა.

ნადავლით დატვირთული ამაყად ეახლა მეფეს და კარისკაცებს მისი ნახვის ნება სთხოვა.

კატა მისი უდიდებულესობის დარბაზში შეიყვანეს. მან მეფეს თავი მდაბლად დაუკრა და მოახსენა:

- ხელმწიფევ, ეს ბაჭია ნაკრძალში მოვინადირე, ჩემმა ბატონმა, მარკიზ დე კარაბამ (ეს სახელი კატამ იქვე მოუგონა თავის ბატონს) დამავალა, მისი სახელით თქვენთვის მომერთმია.

- შენს ბატონს მოახსენე, - მიუგო მეფემ, - რომ დიდ მადლობას ვიხდი ასეთი ძღვენისთვის. 

შარლ პეროს ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: