მესამე საფეხური
» შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #1)

შარლ პეროს ზღაპრები (ნაწყვეტი #1)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი სოფლელი პატარა გოგონა. ისეთი ლამაზი, კაცის თვალი უკეთესს ვერ ნახავდა. დედას ძალიან უყვარდა, ბებიაც ცივ ნიავს არ აკარებდა. ერთხელაც კეთილმა ბებიამ შვილიშვილს წითელი ქუდი მოუქსოვა. გოგონას ქუდი ისე უხდებოდა, რომ თავიდან აღარ იშორებდა, ამიტომ ყველა პატარა წითელქუდას ეძახდა.

ერთხელ დედამ ქადა გამოაცხო და გოგონას უთხრა:

- წადი, ბებია მოიკითხე, გავიგე, ავად გამხდარა. ეს ქადა და პატარა ქილა ერბოც წაუღე. 

წითელქუდამ მაშინვე ბებიასკენ გასწია. ბებია მეზობელ სოფელში ცხოვრობდა და გოგონას გზად ტყე უნდა გაევლო. ტყეში რომ შევიდა, ერთი მაწანწალა მგელი შემოხვდა. მგელს პირზე ნერწყვი მოადგა, მაგრამ გოგონას ვერაფერი გაუბედა, რადგან ახლომახლო ტყისმჭრელები ეგულებოდა. მხოლოდ ის ჰკითხა, სად მიდიხარო. წითელქუდამ არ იცოდა, რომ მგელთან სასაუბროდ არ უნდა შეჩერებულიყო, და უპასუხა:

- ბებიას სანახავად მივდივარ.

 

შარლ პეროს ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: