მესამე საფეხური
» დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #10)

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #10)

ნასადილევს, უფროსმა ბავშვებმა უმცროსები სასეირნოდ წაიყვანეს, რომ მამას და დედას სტუმრის მოსვლამდე ყველაფერი მშვიდად მოემზადებინათ. ბავშვებს ერთი სული ჰქონდათ, ენახათ, რა მოიფიქრეს მშობლებმა. სეირნობიდან რომ ბრუნდებოდნენ, ეზოს შესასვლელთან მეზღვაურის ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი სიგურდი შემოეყარათ.

ფანჯარაში მამა გამოჩნდა და დაიძახა:

- ტრაპით ამოდით, ჩქარა. გემი მზადაა გასამგზავრებლად!

უცებ სამჯერ ჩამოკრა ზარმა. ბავშვები ზევით აცვივდნენ. ჯერ სიგურდი გაატარეს, ის ხომ სტუმარი იყო. მან ზრდილობიანად დაუკრა თავი და ხელი ჩამოართვა მამას და დედას.

- კეთილი იყოს თქვენი ამობრძანება ჩვენს გემზე! - მიესალმა მამა, - ყოჩაღ, რომ მეზღვაურის ფორმით მოხვედი.

ბავშვები პირდაფჩენილები მისჩერებოდნენ დედას, რომელიც ყოველთვის ზოლიან კაბას ატარებდა, ახლა კი შარვალსა და მეზღვაურის ქუდში ძლივს იცნეს.

- ახლა ამოვწევთ ტრაპს! - თქვა მამამ.

ბავშვებმა ზღურბლზე გადებული საუთოო დიდი დაფა შეამჩნიეს. „გემზე“ რომ მოხვედრილიყავი, ამ ფიცარზე უნდა გაგევლო.

 

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანე კატერინე ვესტლი