მესამე საფეხური
» ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

პატარა სირინოზი ადამიანთა უცნობ სამყაროზე ოცნებით იძინებდა და იღვიძებდა. როცა მისი უფროსი დები წყლის ზედაპირიდან ზღვის მეფის სასახლეში ბრუნდებოდნენ, სულ იმას ეკითხებოდა, რა ნახეთ, რა გაიგეთო.

როგორც იქნა, დადგა ნანატრი დღეც. დილით მამამ თავისთან იხმო, ოქროსფერ თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი და კულულებში ერთი ლამაზი ქარვის ყვავილი ჩაუბნია.

- აჰა! ეს დღეც დადგა, ახლა შეგიძლია, ზევით ახვიდე! - უთხრა მამამ.

- რა მშვენიერია! - შესძახა აღტაცებულმა, ცას რომ შეხედა.

სირინოზმა შორიახლოს გემს მოჰკრა თვალი. მეზღვაურები ფარნებს ანთებდნენ, ცაში ფერად-ფერად შუშხუნებს ისროდნენ და მხიარულად გაიძახოდნენ:

- გაუმარჯოს ჩვენს უფლისწულს! გილოცავთ დაბადების დღეს! პატარა სირინოზს ძალიან მოეწონა მაღალი, შავგვრემანი ჭაბუკი, რომელსაც სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.

გემბანზე კი ზეიმი გრძელდებოდა, მხიარულებას ბოლო არ უჩანდა, მაგრამ მოულოდნელად ზღვა აღელდა, ცივმა ქარმაც დაუბერა და ჭექა-ქუხილი ზღვას რისხვასავით დაატყდა.

ფიფქია და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: