მესამე საფეხური
» ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #10)

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #10)

ჰიდომ იარაღი აისხა და ხიდზე ავიდა. უშველებელი, საზარელი დრაკონი ღრიალითა და ცეცხლის ფრქვევით მიიწევდა სამურაისკენ. ჰიდომ აღარ დააყოვნა და ზედიზედ ესროლა ორი ისარი. ორივე გულში მოახვედრა, მაგრამ ვერაფერი დააკლო.

ჰიდოს უკვე გადარჩენის იმედი გადაეწურა, რომ უეცრად ოდესღაც გაგონილი გაახსენდა: დრაკონს კაცის ნერწყვის გარდა ვერაფერი მოწამლავსო. ჰოდა, გაილოკა თითები, წაუსვა უკანასკნელი ისრის წვერს, დაუმიზნა და შიგ გულში მოახვედრა. მაგრამ დრაკონი მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ.

-ახლა კი ნამდვილად დადგა ჩემი აღსასრულის დღე, - ის იყო, გაიფიქრა ჰიდომ, რომ უცებ დრაკონი ადგილზე გაშეშდა, აცახცახდა და უსულოდ დაენარცხა ძირს. ტბის მცხოვრებლები ზევით აცვივდნენ, შემოეხვივნენ ჰიდოს, საჩუქრებით აავსეს და უთხრეს:

- მამაცო სამურაი, შენც იღბალი გქონია და ჩვენს ხალხსაც.

ჰიდო მიხვდა, რომ დრაკონთან ერთად თავისი უიღბლობაც დაამარცხა.

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები