მესამე საფეხური
» ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #9)

იყო ერთი ახირებული უფლისწული. მთელი ქვეყანა შემოიარა საცოლის ძებნაში, მაგრამ ნამდვილ პრინცესას ვერსად მიაგნო.

ერთ საღამოს ამოვარდა ქარი, ატყდა ჭექა-ქუხილი და საშინელი თავსხმა წამოვიდა. უფლისწულის სასახლის ჭიშკარზე ვიღაცამ დააკაკუნა. რომ გააღეს, თავიდან ფეხებამდე სველი, ტალახში ამოგანგლული გოგონა დაინახეს.

- მე პრინცესა ვარ, სეირნობისას გზა დამებნა. იქნებ მე და ჩემი მხლებელი შეგვიფაროთ! - სთხოვა მოსულმა.

დედოფალს  ეჭვი შეეპარა, პრინცესა როგორ იქნებაო. გადაწყვიტა, ეშმაკურად გამოეკვლია, სიმართლეს ამბობდა თუ არა.

პრინცესას საწოლზე თორმეტი ლეიბი დაუგეს. დედოფალმა კი სულ ქვედა ლეიბის ქვეშ ცერცვის ერთი მარცვალი დამალა.

დილით სტუმარს ჰკითხა:

- ხომ კარგად გეძინა?

- მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ასე მეგონა, რაღაც მაგარზე ვიწექი, - შესჩივლა პრინცესამ. 

დედოფალი მაშინვე შვილთან გაიქცა.

-როგორც იქნა, ნამდვილი პრინცესა ვიპოვეთ, პაწაწინა ცერცვის მარცვალიც კი იგრძნო! ამას ნამდვილი პრინცესას მეტი ვერავინ მიხვდებოდა.

 

 

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები