მესამე საფეხური
» ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #8)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი სამურაი, სახელად ჰიდო. ჰიდო გულადი და ღონიერი ვაჟკაცი იყო, მაგრამ ბედი არ სწყალობდა. ომში ყოველთვის ის მხარე მარცხდებოდა, რომელ მხარესაც თვითონ იბრძოდა. მის მშობლიურ ქალაქში ხმა დაირხა, ჰიდოს ცუდი ფეხი აქვსო და საომრად აღარავინ ქირაობდა. ასე თანდათან გაღატაკდა ჰიდო. ბოლოს გადაწყვიტა, მოდი, ისეთ ქალაქში წავალ, სადაც არ მიცნობენ, იქნებ იქ მაინც ვიპოვო სამუშაოო.

მოხვეტა თავისი ავლა-დიდება: ხმალი, მშვილდი, სამი ისარი და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ ტბას მიადგა. ის იყო, ვიწრო ხიდზე შედგა, რომ განცვიფრებული გაშეშდა. ხიდი უშველებელ გველს ჩაეხერგა: დახვეულიყო და ეძინა. პირიდან და ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევდა, რომელიც გოგირდის სუნად ყარდა.

ჰიდოს არ შეშინებია, ეს გველი მე რას შემაჩერებსო, გაიფიქრა, არც გაუღვიძებია, გადააბიჯა ზედ და გზა განაგრძო. 

 

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები