მესამე საფეხური
» ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გლეხი. ერთხელ გზად მიმავლს რაღაც ხმა მოესმა:

- მიშველეთ, მიშველეთ! - ვიღაც განწირული ხმით ითხოვდა შველას უშველებელი ლოდის ქვემოდან.

- რა დაგემართა? - ჩასძახა უცხო არსებას გლეხმა.

- ლოდი გადმოგორდა, ხვრელი დაიგმანა და ვეღარ გამოვდივარ. ქენი სიკეთე და გამათავისუფლე.

- კი მაგრამ, ვინ ხარ? 

- ვინა ვარ და ერთი საწყალი გველი.

- გველიო? რომ გამოგიშვა და მიკბინო?

- აბა, რას ამბობ, ოღონდ გამომიშვი და, ღმერთმანი, არ გიკბენ.

დაუჯერა გლეხმა და გადააგორა ლოდი. ამოძვრა გველი და მაშინვე საკბენად გაიწია. გლეხმა უკან დაიწია და შესძახა:

- რა დაგიშავე, რატომ მკბენ?

იმიტომ, რომ სიკეთე სიკეთით არავის გადაუხდია, არ იცოდი?

- არა, არ ვიცოდი და არც მჯერა.

- კარგი, მოდი წავიდეთ და გავიკითხ-გამოვიკითხოთ. თუ ისეთ არსებას შევხვდით, ვისაც სიკეთე სიკეთით გადაუხადეს, თავს დაგანებებ, ხოლო თუ ვერ ვიპოვეთ - დაგგესლავ. 

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები